ელისო ბოლქვაძე ავსტრიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ევა ბლიმლინგერს შეხვდა.

შეხვედრაზე ევა ბლიმლინგერმა   კულტურის სფეროს საკანონმდებლო ინიციატივების და კანონების ინპლიმენტაციის დაჩქარებულ მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პარლამენტმა პანდემიის დროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით მიიღო.  შეიქმნა ხელოვანთა დახმარების სპეციალური ფონდი. შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს იუნესკოსთან მუშაობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები კრიტერიუმების განვითარების კუთხით.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები