ელისო ბოლქვაძე ავსტრიის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე,  ავსტრიის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, კრისტოფ თუნ- ჰოჰენშტაინს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა იყო  ავსტრიაში მოქმედი კულტურის სტრატეგიის პროგრამა და  ინოვაციური ხედვები კულტურის სფეროში.

ასევე საუბარი შეეხო კულტურის დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობას  სამშვიდობო პროცესებში.

მხარეებმა განიხილეს კულტურის  სფეროში   ციფრული მექანიზმების დანერგის აუცილებლობა.

შეხვედრას ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები