1851 წლის 12 აპრილს თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა

1851 წლის 12 აპრილს თბილისში ოპერის თეატრის გახსნის საზეიმო ღონისძიების შესახებ ეროვნული არქივი აქვეყნებს ინფორმაციას.
თეატრი, რომელიც 1851 წლის 12 აპრილს გაიხსნა, 700 მაყურებელს იტევდა. ის მდებარეობდა თბილისში, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე. შენობა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ დააპროექტა, ინტერიერი კი მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გააფორმა.
ილუსტრაცია, რომელიც გრიგორი გაგარინის ნახატს ეფუძნება, ახლავს ფრანგი დიპლომატის, ედმონდ დე ბარერეს სტატიას ოპერის თეატრის გახსნასთან დაკავშირებით.

1851 წლის 25 ოქტომბერი, „L’Illustration Journal Universel“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები