კულებამ 2024 წელს უკრაინის საგარეო უწყების მუშაობის 5 პრიორიტეტი განსაზღვრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 2024 წელს უწყების მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა.

როგორც მინისტრმა სამხედრო დროის დიპლომატიის ფორუმზე თქვა, რომელიც კიევში იმართება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მათზე კონტროლი აუცილებელია, რადგან სწორედ ეს სამუშაო იძლევა უკეთესს შედეგებს.

პირველი პრიორიტეტია – უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. „არა უბრალოდ ასეთი სისტემების, არამედ Patriot-ების ამ SAMP-T-ის”.

მეორე პრიორიტეტია – ე.წ.მშვიდობის სამიტზე წარმატების მიღწევა, რომლის გამართვაც ივნისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.

მესამეა – ნატო და ევროკავშირია.

მეოთხე პრიორიტეტია  ლათინური ამერიკა და მეხუთე – საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები