მე-4 სტუდენტური კინოდაჯილდოება – „ოქროს რტო“ გაიმართება
23 აპრილს, 19 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, რიგით მე-4 სტუდენტური კინოდაჯილდოება – „ოქროს რტო“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი.
კინოდაჯილდოების გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის – „ოქროს რტო“
„ოქროს რტო“ – საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის
„ოქროს რტო“ – საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის
„ოქროს რტო“ – საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის
„ოქროს რტო“ – საუკეთესო სცენარისთვის
„ოქროს რტო“ – საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის
„ოქროს რტო“ – ხმის რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრისთვის
„ოქროს რტო“ – საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის
„ოქროს რტო“ – კინომხატვრის საუკეთესო ნამუშევრისთვის
„ოქროს რტო“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
„ოქროს რტო“ – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
„ოქროს რტო“ – საუკეთესო მონტაჟისთვის
ჟიურის წევრები:
დავით ევგენიძე – კომპოზიტორი
გიგა აგლაძე – პროდიუსერი
მირანდა ნამიჭეიშვილი – კინორეჟისორი („ოქროს რტოს“ გრან-პრის მფლობელი)
ოთარ ლითანიშვილი – კინორეჟისორი
დავით შუშანია – კინოოპერატორი
ჩატარების ადგილი: დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრი
შოთა რუსთაველის გამზირი №19.