„გასამათრახებელი ბიჭი“ – ბავშვი, რომელიც სასჯელს პრინცის მაგივრად იღებდა

„გასამათრახებელ ბიჭს“ უწოდებდნენ მას, ვინც დანაშაულზე ან შეცდომაზე სხვის მაგივრად აგებდა პასუხს. ოდესღაც ინგლისში ბევრი ოცნებობდა ამ ტიტულის ტარებაზე, რადგან ეს უდარდელი ცხოვრების და საზოგადოებაში მაღალი სტატუსის გარანტია იყო.

შუა საუკუნეების ინგლისის სამეფოში „გასამათრახებელი ბიჭის“ სპეციალური თანამდებობა არსებობდა. მის მოვალეობებში შედიოდა იმ ფიზიკური სასჯელის მიღება, რომელიც პრინცს, ტახტის მემკვიდრეს ეკუთვნოდა.

პრინცების დასჯა მხოლოდ მეფეს შეეძლო, მაგრამ ვინაიდან მონარქს იშვიათად ჰქონდა დრო ასეთი წვრილმანებისთვის, სადამსჯელო ღონისძიებებს მასწავლებლები და აღმზრდელები სპეციალურად დაქირავებულ ბიჭზე ატარებდნენ.

პრინცს, რომელიც სრულიად უდანაშაულო თანატოლის დასჯას აკვირდებოდა, თანაგრძნობა უნდა გასჩენოდა და მეტჯერ აღარ ეცელქა. ცხადია, ეს მეფის გათამამებული ვაჟისთვის საორჭოფო მოტივაციაა. მიუხედავად ყველაფრისა, „გასამათრახებელ ბიჭად“ ყოფნა ძალიან ბევრს სურდა. არისტოკრატული ოჯახები ბედნიერები იყვნენ, როდესაც მათი შვილები, ამ მიზნით, სასახლეში აღმოჩნდებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მეფის შვილთან კომპანიონად ბიჭი უბრალო ოჯახიდან მიჰყავდათ.

რატომ სურდა ყველას, გამხდარიყო „გასამათრახებელი ბიჭი“

„გასამათრახებელ ბიჭებს“ ბევრი პრივილეგია და ბონუსი ჰქონდათ. ისინი, თითქმის, დაბადებიდან პრინცთან ერთად იზრდებოდნენ, მასთან ერთად ჭამდნენ და თამაშობდნენ. პრინცსა და თანმხლებ ბავშვს შორის, ძირითადად, ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები ჩაღდებოდა. მეფედ გახდომის შემდეგ მონარქი არ ივიწყებდა თავის მუდმივ მეწყვილეს – ადამიანს, ვინც მის მაგივრად ისჯებოდა.

სულ მცირე, მეფე თავის მეგობრისთვის უდარდელ ცხოვრებას უზრუნველყოფდა. ზოგჯერ „გასამათრახებელი ბიჭი“ არისტოკრატი ხდებოდა. ასე იყო უილიამ მიურეის შემთხვევაშიც, რომელიც ბავშვობაში ფიზიკურ დასჯას მეფე კარლს I-ის მაგივრად იღებდა. უილიამს – უბრალო ოჯახის შვილს, მენსფილდის პირველი გრაფის ტიტული უბოძეს და მიწები აჩუქეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები