ლევან მახაშვილი: კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება, გერმანია და გერმანიის საელჩო მისი ელჩის შესახებ რაღაცებს მალავს

„კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ გერმანიას და გერმანიის საელჩოს მისი ელჩის შესახებ რაღაცები აქვთ დასამალი,“ – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოება ხედავდა წლების განმავლობაში, რომ გერმანიის გადასახადების გადამხდელების ფული საქართველოში მოძრაობდა ხშირად უკანონოდ, და დღემდე, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური წყაროებიდან არც გერმანელებმა და არც ქართველებმა არ იციან, რაში იხარჯებოდა ეს ფული და რაც მთავარია, გერმანიის ელჩის ინტერესი სად იყო“, – აღნიშნა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, გერმანული პარლამენტიდან გაგზავნილ კითხვებს, მთავრობამ არასრულად უპასუხა. აღიარეს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს აფინანსებენ, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები