თორნიკე ჭეიშვილი: წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაპირისპირებოდნენ დემოკრატიას

„წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაპირისპირებოდნენ დემოკრატიას,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება.

“ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დაპირისპირებოდნენ დემოკრატიას, დემოკრატიულ განვითარების ინტერესს. რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს სათანადო სამართლებრივ შეფასებას, ბუნებრივია, სარჩელის დასაბუთებულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველანაირი იმედი საფუძველი იმისა, ვთქვათ, რომ ეს სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება,” – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები