ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის, რომ გერმანიის ელჩს რადიკალურ ოპოზიციასთან შეხვედრები ჰქონდა

,,ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის, რომ გერმანიის ელჩს რადიკალურ ოპოზიციასთან შეხვედრები ჰქონდა. შეხვედრები კი არა, სინქრონში მოქმედებდნენ, სანამ გაიწვევდნენ კონსულტაციებზე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, თითქოს მას ბატონი მამუკა ხაზარაძისგან რეზიდენცია ნაქირავები არ აქვს, ყველამ ვიცით, გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია და თავადაც დაადასტურეს. როდესაც ასეთ პასუხებს ვიგებთ, რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი ეჭვის შეტანის საფუძველი არის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იმ ქმედებებში, რა ქმედებებსც ჩადიოდა გერმანიის ელჩი წლების განმავლობაში საქართველოში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები