პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს თანამედროვე მხატვართა ჯგუფური გამოფენა-მარათონი გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქართველოს თანამედროვე მხატვართა ჯგუფური გამოფენა-მარათონი – „ჩვენ ვხატავთ – თოჯინები იცინიან“.
ღონისძიება დიპლომატისა და მხატვრის, გელა დუმბაძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-ამდე თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები. ასევე, დამთვალიერებელს შეეძლო ენახა თოჯინების ოსტატთა ნახელავი. საინტერესოა, რომ გამოფენის სტუმრებს ჰქონდათ შემოქმედებითი პროცესის ნახვის შესაძლებლობა.