თანამედროვე მხატვართა ჯგუფური გამოფენა-მარათონი გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქართველოს თანამედროვე მხატვართა ჯგუფური გამოფენა-მარათონი – „ჩვენ ვხატავთ – თოჯინები იცინიან“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება დიპლომატისა და მხატვრის, გელა დუმბაძის, ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები. ასევე, დამთვალიერებელს შეეძლო ენახა თოჯინების ოსტატთა ნახელავი. საინტერესოა, რომ გამოფენის სტუმრებს ჰქონდათ შემოქმედებითი პროცესის ნახვის შესაძლებლობა.