ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა
ჰონგ-კონგში, New Lucky House-ის აპარტამენტებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ხანძრის შედეგად, ასევე 34 ადამიანი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი მამაკაცი და ორი ქალბატონია.
ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მთავარმა მდივანმა, ერიკ ჩანმა ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.