აშშ-ის სამხედროებმა “ჰუსიტების” მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტა ადენის ყურეში გაუშვეს და, სავარაუდოდ, მის სამიზნეს ხომალდი MV Yorktown-ი წარმოადგენდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კომერციული, ამერიკული და კოალიციის ხომალდები არ დაზიანებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები