გაგაუზიაში იმუქრებიან, რომ რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვენ

გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კიშინიოვი გაგაუზიაში ჯარებს შეიყვანს, როდესაც ის “დამოუკიდებლობას აღიარებს”, გუცული “დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს”.

“იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ჩვენი ხელისუფლების გონიერების იმედი მაქვს. მაგრამ თუ აქამდე მივიდა საქმე, ყველა სახელმწიფოს მივმართავთ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ჩათვლით”, – განაცხადა მან.

გასულ კვირას ევგენია გუცულმა განაცხადა, რომ გაგაუზია “მოლდოვისგან გამოყოფის პროცესს დაიწყებს”, თუ ოფიციალური კიშინიოვი რუმინეთთან შეერთებას გადაწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები