ლოიდ ოსტინმა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები გააკრიტიკა

პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშები გააკრიტიკა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამის შესახებ ოსტინმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სფეროს ობიექტებზე შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგორესურსების ხელმისაწვდომობაზე.

„ამ დარტყმებმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინონ გლობალურ სიტუაციაზე ენერგორესურსების კუთხით. უკრაინისთვის უმჯობესია, კონცენტრაცია მოახდინოს ტაქტიკურ და ოპერატიულ მიზნებზე, რასაც შეუძლია, უშუალო გავლენა მოახდინოს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე“, – განაცხადა ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები