„ლექსო, არ დაიკარგები“ – ხალხური პოეზიის საღამო გაიმართება

16 აპრილს, 19:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ხალხური პოეზიის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ვახუშტი კოტეტიშვილი სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო, არ დაიკარგები” გასულ საუკუნეში დაწყებული ტრადიციის გაგრძელებაა. ხალხური პოეზიის საღამო საქართველოში პირველად ზუსტად 45 წლის წინ, 1979 წლის 14 აპრილს, თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.
ზეპირსიტყვიერების საღამოს იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი იყო მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოში მონაწილეობენ ზეპირსიტყვიერების ძველი და ახალი თაობის შემკრებნი და ავტორ-მთქმელები; საზოგადოების წინაშე ასევე წარდგებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის:  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა ის შემკრებნი და ავტორ-მთქმელები, რომლებიც ხალხური პოეზიის ისტორიული საღამოების მონაწილენი იყვნენ.
საღამოს წარუძღვებიან: პოეტი ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი ამირან არაბული.
ღონისძიება ტარდება პროექტ „ზეპირსიტყვიერების საღამოს ხელშეწყობის”  ფარგლებში
ორგანიზატორი: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები