ზელენსკი: უკრაინამ ახალი კონტრშეტევის გეგმა შეიმუშავა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

უკრაინამ ახალი კონტრშეტევის გეგმა შეიმუშავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დიახ, ჩვენ გვაქვს კონტრშეტევის გეგმა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. მაგრამ არ შემიძლია ამის დაპირება და თარიღის დასახელება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან BILD-თან ინტერვიუში.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს იარაღი ესაჭიროებათ, მათ შორის შეერთებული შტატებიდან.

„დიახ, რუსეთს მეტი ადამიანური რესურსი და იარაღი აქვს. მაგრამ გაერთიანებულ დასავლეთს აქვს თანამედროვე შეიარაღების სისტემები. ამიტომ ჩვენ გვექნება გარკვეული ტექნოლოგიები. და თუ ჩვენ გავზრდით წარმოებას, თუ მივიღებთ ლიცენზიებს ჩვენი პარტნიორებისგან, მაშინ საქმე აღარ იქნება ადამიანების რაოდენობაში და საქმე იარაღის ხარისხს შეეხება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აგრესორ ქვეყანასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი გააკრიტიკა.

„აქ საქმე გვაქვს პუტინთან. ყველაფერი, რასაც ის ამჟამად ამბობს – შემდეგ სხვაგვარად მოქმედებს. ჩვენ ვერ ვენდობით მას. შესაძლებელია ყველაფერზე შევთანხმდეთ, მაგრამ მეორე საკითხია, შეასრულებს თუ არა ის ამას“, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები