ირლანდიის პრემიერ-მინისტრად საიმონ ჰარისი აირჩიეს

Taoiseach Simon Harris gestures after receiving a majority parliamentary vote to become the next Taoiseach (Prime Minister) of Ireland, in Dublin, Ireland, April 9, 2024. REUTERS/Clodagh Kilcoyne

ირლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი გახდა.

მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 88 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 66 წინააღმდეგი იყო.

37 წლის საიმონ ჰარისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია. მანამდე ის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური გასულ თვეში მას შემდეგ გახდა, რაც ლეო ვარადქარმა 20 მარტს მოულოდნელად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები