პოლონეთის პრემიერმა სამთავრობო ცვლილებები დააანონსა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სამთავრობო ცვლილებები დააანონსა, რომელიც ქვეყანაში გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე უნდა მოხდეს.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, შეაფასებს ყველა მინისტრის მუშაობას და ამის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„მთავრობის რეკონსტრუქცია აუცილებლად მოხდება. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ მინისტრების არსებით შეფასებაზე ან მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. არის ნიშნები, რომ ვიღაცებს ევროპარლამენტში კენჭისყრა მოუნდებათ, თუმცა ეს იქნება ცალკეული შემთხვევები. ჩვენ დავემშვიდობებით მათ, ვინც ეს თვეები მაქსიმალურად არ გამოიყენა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ დღეს ამ საკითხზე კოალიციური პარტიების ლიდერებთან საუბარს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები