“მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვაჩერებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელი „ჰამასის“ ყველა ბატალიონის ლიკვიდაციას დაასრულებს, მათ შორის, ქალაქ რაფაჰში.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ჰა-შომერის სამხედრო ბაზის მონახულების დროს თქვა.
„ჩვენ დავასრულებთ „ჰამასის“ ბატალიონების ლიკვიდაციას, მათ შორის, რაფაჰში. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვაჩერებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.