კუხო-ს შემდეგ, სომხეთი, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოტოვებს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 12 აპრილს მინსკში გაიმართება, არ დაესწრება.
ამასთან, უწყებაში ამის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.
აღსანიშნავია, რომ მირზოიანი მინისტრების შეხვედრას გასული წლის ოქტომბერს არც ბიშკეკში დასწრებია. ქვეყანა უფრო დაბალი რანგის დიპლომატით იყო წარმოდგენილი.