1989 წლის 9 აპრილი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები
ეროვნული არქივი 1989 წლის 9 აპრილის ამსახველ და არქივში დაცულ ფოტოებს აქვეყნებს.
„1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას თბილისში, მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.