გიორგი ვოლსკი: საქართველო არ არის რაღაც ხელწამოსაკრავი ქვეყანა

“ჩვენ ვამბობთ, რომ შექმნილი ვითარება ყველას – ოპოზიციას, რადიკალურ ოპოზიციას, უმრავლესობას, ავალდებულებს თავისი ხალხის მიმართ იყოს ანგარიშვალდებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის.

„საქართველო არ არის რაღაც ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომელიც შეიძლება, ასე დაამცირო და ამ დამცირებულ მდგომარეობაში ამყოფო, უთხრა – შენი საქმე არ არის, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. მაგრამ თანასწორუფლებიანობა, მით უმეტეს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ჩვენი პოზიციები, გვავალებს ჩვენ, რომ დავიცვათ ჩვენი და, რაც მთავარია, საზოგადოების ღირსება იმ შემოტევისგან, რაც ჩვენ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისგან გვაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები