ნუცა ბუზალაძე: დიდი მადლობა ბრიტანელ აუდიტორიას გუშინდელი საღამოსთვის – მთელი დარბაზი ჩემთან ერთად მღეროდა Firefighter-ს

“დიდი მადლობა ბრიტანელ აუდიტორიას გუშინდელი საღამოსთვის და ამხელა სიყვარულისთვის”,- ამის შესახებ ლონდონში, “ევროვიზიის” პრეფართიზე გამოსვლის შემდეგ მომღერალი, ნუცა ბუზალაძე თავის “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

მისი თქმით, აუდიტორიისგან საოცარი ენერგია მიიღო.

“დიდი მადლობა ბრიტანელ აუდიტორიას გუშინდელი საღამოსთვის და ამხელა სიყვარულისთვის. მთელი დარბაზი ჩემთან ერთად მღეროდა Firefighter-ს და საოცარი ენერგია მივიღე”,- წერს ბუზალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები