ლადო პაპავა: მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი განთავსდეს სწორედ მონეტარულ ოქროში

“სრულად მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი განთავსდეს სწორედ მონეტარულ ოქროში”, – ამის შესახებ აკადემიკოსი, ვლადიმერ პაპავა აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა სჭირდებოდა.

„დღეს, როდესაც მსოფლიოში გლობალურად არასტაბილური ვითარებაა, როდესაც რუსეთის ომი უკრაინაში ჯერ არ არის დასრულებული, ომი გრძელდება ღაზას სექტორში. ყველა ცდილობს, დააზღვიოს თავის რისკები. ერთ-ერთი მიმართულება არის სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია. ამიტომ ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ამ დივერსიფიკაციის კუთხით, რომ საერთაშორისო რეზერვებში გაჩნდეს მონეტარული ოქრო. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი. ანუ რეზერვებში ოქროს დამატება დღეს ეს უკვე არის ტრენდული მოვლენა და რა თქმა უნდა, საქართველოსაც ესაჭიროებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. სრულად მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი განთავსდეს სწორედ მონეტარულ ოქროში“, – აღნიშნა პაპავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები