მაკა ბოჭორიშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: არ მგონია, რომ ამ საზოგადოებაში ბევრი იყოს კიდევ დარჩენილი, ვისაც ამ ადამიანებისგან თაღლითობა უკვირს

არ მგონია, რომ ამ საზოგადოებაში ბევრი იყოს კიდევ დარჩენილი, ვისაც უკვირს ამ ადამიანებისგან თაღლითობა, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ჰოლანდიელი ინვესტორის მოთხოვნას, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ მას 400 ათასი დოლარი უნდა დაუბრუნონ.

ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ საკითხით სავარაუდოდ, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან.

„ამით ალბათ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, თუ უკვე არ არიან დაინტერესებულები. არ მგონია, რომ ამ საზოგადოებაში ბევრი იყოს კიდევ დარჩენილი, ვისაც უკვირს ამ ადამიანებისგან თაღლითობა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი ბიზნესპარტნიორების დავა, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი თაღლითური სქემა გაშიფროს. ჰოლანდიელი ბიზნესპარტნიორი ხაზარაძე-ჯაფარიძეს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს. დაზარალებული ბიზნესმენის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები