ირაკლი ქადაგიშვილი: ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, ეს არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად
“ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის. ეს კანონი არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.
მისი თქმით, კანონის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაა.
„კარგად რომ გავიგოთ ყველამ, ეს კანონი ვისაც არ წაგიკითხავთ, აქ ვინც სხედხართ, არცერთს არ წაგიკითხავთ, ოპოზიციაზე ვამბობ. ან წაიკითხეთ და პირდაპირ უტიფარ ტყუილზე გადადიხართ. ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის. ეს კანონი არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად. ამ კანონში არცერთი წინადადება არ არის იმაზე, რომ ვიღაც დაატეროროს, ვიღაცას საქმიანობა აუკრძალოს, ვიღაცას რაიმე შეუზღუდოს, მხოლოდ გამჭვირვალობა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.