„არა რუსულ კანონს“ – სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი ამ მოწოდებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავს

„არა რუსულ კანონს”  – ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავს.

ადგილზე შეკრებილების თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი ე.წ. რუსული კანონით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები