„სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსში – „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 300 000 ლარს და მისი მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც მოემსახურება სასწავლებლების ძირითად მიზნებს; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება; საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
„კულტურის სამინისტროში შემოვიდა 22 საკონკურსო განაცხადი. გაიმარჯვა 11-მა პროექტმა, ესენია:
1. ინსტრუმენტების ფონდის განახლება​ – ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლა.
2. საკონცერტო როიალის შეძენა​ – ა(ა)იპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა.
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებში სამუსიკო განათლების ხელშეწყობისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება​ – ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება.
4. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლისათვის როიალის შეძენა – ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი.
5. სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება​ – ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი.
6. სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის საორკესტრო სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფონდის ახალი ინსტრუმენტებით შევსება – სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
7. აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლისათვის მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა – ​ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა.
8. ა(ა)იპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სანდრო კავსაძის სახ. N1 სამუსიკო სკოლისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების (საკონცერტო როიალის) შეძენა – ა(ა)იპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სანდრო კავსაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა.
9. სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების განახლება – ​ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება.
10. სამუსიკო სასწავლებლისთვის ინსტრუმენტების შეძენა – ​სსიპ ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელი.
11. „ხელი შევუწყოთ ტყიბულელი ახალგაზრდების კულტურულ და სულიერ განვითარებას” – დაფინანსდა მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა – ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება.
ინფორმაციისთვის: გასული სამი წლის განმავლობაში კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი 1 400 000 ლარით თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში 35 სამუსიკო გაერთიანების 49 სამუსიკო სკოლამ 308 ინსტრუმენტი შეიძინა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები