თამარ ჩიბურდანიძე: არასამთავრობო სექტორის დეგრადირება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა და მათი მოტყუება უკვე ძალიან ძნელია”
„საქართველოს აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ საკუთარი ინტერესებისთვის არსებული არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი შექმნა უცხოეთმა და ვინც აფინანსებს, მათია. ფულს არავინ უმიზნოდ არ ყრის, მით უმეტეს, განვითარებული სახელმწიფოები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე. პოსტში ჩიბურდანიძეს ის მონაცემი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც საქართველოს არასამთავრობო სექტორმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, სარეიტინგო პოზიცია გაიუარესა.