ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს
ლატვიის პრემიერმინისტრმა, ევიკა სილინამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს.
მისივე თქმით, დრონები ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ.
„ლატვიამ უკვე გამოყო ამ თვეში სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი. ჩვენ ასევე გამოვყავით შემოწირულობები როგორც მატერიალური, ასევე – ტექნიკური მარაგისთვის. საბრძოლო მასალა განსაკუთრებით გადამწყვეტია უკრაინისთვის.
დრონები უკვე შემოწმებულია, ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ისინი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ“, – აღნიშნა სილინამ.
ამასთან, როგორც ლატვიის პრემიერმინისტრმა განაცხადა, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად ლატვია 10 მილიონ ევროს გამოყოფს.