გურამ მაჭარაშვილი: გამორიცხულია, ხალხი ისევ მოატყუონ იმით, რომ თითქოს ეს კანონპროექტი ევროპას გვაცილებს – ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გამჭვირვალობა გვინდა

„გარდა გარკვეული სახელის დარქმევისა, ამ კანონპროექტს სხვას ვერაფერს ვერ უწუნებენ”, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამორიცხულია, დაინტერესებულმა მხარეებმა ხალხი ისევ მოატყუონ იმით, რომ თითქოს ეს კანონპროექტი ქვეყანას ევროპას აცილებს.
„ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მათ შორის არასამთავრობო სექტორის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ გაბედა და საჯაროდ ვერ თქვა, თუ რაში იხარჯება ჩარიცხული მილიონები.
გამორიცხულია, ხალხი ისევ მოატყუონ იმით, რომ თითქოს ეს კანონპროექტი ევროპას გვაცილებს. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გამჭვირვალობა გვინდა. ვინც მაინც ვერ გაიგებს ამას და პროტესტის გამოხატვას გადაწყვეტს, მათი ნებაა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები