დავით ქართველიშვილი: Voxnews-ის ცნობით, უახლოესი საათების განმავლობაში ირანი თავს დაესხმება ისრაელს – ეს იმდენად რეალური საფრთხეა, რომ გუშინ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა დაიწყეს სასწრაფო მოლაპარაკებები და კონსულტაციები
„Voxnews-ის ინფორმაციით, უახლოესი საათების განმავლობაში ირანი განახორციელებს თავდასხმას ისრაელზე, რის თაობაზეც CIA-მ უკვე მოახდინა ნეთანიაჰუს მთავრობის ინფორმირება: ქვეყნის ჯარი მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, რეგიონში უკვე შეიმჩნევა პრობლემები GPS-ს ნავიგაციასთან, ხოლო CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი სასწრაფოდ მიემგზავრება თეირანში”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.