“უნდა ვიყოთ მტკიცე და გავაგრძელოთ ოპერაციები ღაზას სექტორში, ერაყში, იემენსა და ლიბანში” – “ჰეზბოლას” ლიდერი
ისრაელი არ ემორჩილება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, უგულებელყოფს საერთაშორისო კანონებს და მის მიმართ მსოფლიო საზოგადოების მოწოდებებს.
ამის შესახებ “ჰეზბოლას” ლიდერმა, შეიხ ჰასან ნასრალამ ტელემიმართვაში თქვა, რომლის ტრანსლირებას NBN უზრუნველყოფდა.
„შექმნილ ვითარებაში უნდა ვიყოთ მტკიცე და გავაგრძელოთ ოპერაციები ღაზას სექტორში და ყველა დამხმარე ფრონტზე ერაყში, იემენსა და ლიბანში. ისრაელის სიჯიუტე მის წინააღმდეგ შემობრუნდება და ღაზაში ომი წინააღმდეგობის ძალების გამარჯვებით დასრულდება”, – აღნიშნა ნასრალამ.
მანვე მოუწოდა უცხოურ მედიას, „ყურადღება მიაქციონ არა ადამიანურ დანაკარგებს, არამედ იმ მებრძოლებს, რომლებიც ისრაელთან დაპირისპირებაში წარმატებას აღწევენ”.
„მტერი და ყველა, ვინც მას გვერდში უდგას, უნდა დავამარცხოთ. 2023 წლის 7 აპრილს ოპერაციამ „ალ-აქსას წარღვნა“ სიონისტური წარმონაქმნი გადაშენების პირას მიიყვანა“, – თქვა მან.
“ჰეზბოლას” ლიდერი, ასევე, მიესალმა ირანის “ნათელ და გადამწყვეტ პოზიციას პალესტინის საკითხზე და მის მხარდაჭერას რეგიონში განმათავისუფლებელი მოძრაობებისთვის”.