“არ შეიძლება, ნატოს ქვეყნებმა “რუსული რულეტკა” ითამაშონ” – გრანტ შაპსი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს ორ პროცენტს არ ხარჯავენ, დასავლეთის მომავალთან „რუსულ რულეტკას“ თამაშობენ.

ალიანსის 75-წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანულ გაზეთ Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში შაპსი ამბობს, რომ მოკავშირეებმა უნდა აღიარონ, რომ “ომამდელ სამყაროში ვიმყოფებით”.

მისი თქმით, გასულ წელს ნატოს მხოლოდ 11-მა წევრმა მიაღწია 2-პროცენტიან მიზანს, თუმცა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია არ არიან. პარიზმა და ბერლინმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ მიაღწევენ 2024 წლის მიზანს, მაგრამ ალიანსის 32 წევრს მათი მაგალითი არ გადმოუღიათ.

„ამ მიზანს უნდა გავცდეთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვა. თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა ორ პროცენტსაც კი ვერ აღწევს. ასე ვერ, გაგრძელდება. არ შეგვიძლია, საკუთარ მომავალთან “რუსული რულეტკა” ვითამაშოთ”, – თქვა ბრიტანელმა მინისტრმა.

ნატოს იუბილეზე საუბრისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „ნატოს წარსულის მიმართ პატივისცემა საკმარისი არ არის. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ალიანსის მომავალზე. ომისშემდგომი სამყაროდან ომამდელ სამყაროში გადავედით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები