ირაკლი ქადაგიშვილი – “ოცნების” კანონპროექტზე: რა არის ამ კანონში ისეთი დრაკონული, რაც შეიძლება, ოდნავ მაინც გეხამუშებოდეს?

რა არის ამ კანონში ისეთი დრაკონული, რაც შეიძლება, ოდნავ მაინც გეხამუშებოდეს?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებით, გაუგებარია, რა აქვთ დასამალი კანონის მოწინააღმდეგეებს.

“რა არის ამ კანონში ისეთი დრაკონული, რაც შეიძლება, ოდნავ მაინც გეხამუშებოდეს? შენი ფინანსური დეკლარაცია რომ წარმოადგინო, რა არის ამაში პრობლემური? როდესაც, მათ შორის, სანქციების კუთხითაც ურბილესია ეს კანონი. აქ არის მარტივი რამ – არ უნდათ ამ თავიანთი ფინანსების ღიაობა, რადგან თუ შენ მართლაც სუფთა ხარ და ბოლომდე საზოგადოების საუკეთესო ინტერესებისთვის განკუთვნილ საქმიანობას ახმარ ამ ფინანსებს, მაშინ რა გაქვს დასამალი?”- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონპროექტს პარლამენტში ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები