პესკოვმა რუსეთში დამატებითი სამხედრო მობილიზების შესახებ ზელენსკის განცხადება უარყო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რუსეთში სავარაუდო დამატებითი მობილიზაციის შესახებ.
„ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის საჭიროება არ არსებობს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ივნისისთვის დამატებით 300 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზებისთვის ემზადება.