„აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს“ – ვახტანგ მეგრელიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ იქნება.
როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, მისი პარტია ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
„არაა, აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს. 6 თვეში არის არჩევნები და მუხტი, რომელიც ახლა დაგროვდება, ნებისმიერ სისულელეზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაიდენს, მისი რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.