საფრანგეთის პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

FILE - In this Wednesday, June 3, 2020 file photo, French Prime Minister Edouard Philippe leaves after a meeting at the Elysee Palace in Paris. The French Presidency announced on Friday, July 3, 2020 that Philippe has resigned and a government reshuffle is expected in the coming days. (Gonzalo Fuentes/Pool via AP, File)

საფრანგეთის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ედუარ ფილიპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას Politico ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ჰავრის მერიაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა – ქალაქის მერს და ყოფილ პრემიერს, ედუარ ფილიპს შევიწროებაში და საჯარო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ფრანგული გაზეთის თანახმად, გამოძიება სწავლობს მრავალწლიან შეთანხმებას, რომელსაც ფილიპმა და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ, სტეფანი დე ბაზლერმა მოაწერეს ხელი.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც დე ბაზლერი თავმჯდომარეობს, ჰავრის ინოვაციების ცენტრის მართვის უფლება მოიპოვა.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტროპოლიტენის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც ფილიპმა ხელშეკრულება არ განუახლა, სექტემბერში სამართლებრივი საჩივარი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები