ზელენსკი: რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 000 ჯარისკაცის მობილიზებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზებისთვის ემზადება.

„შემიძლია ვთქვა, რომ ივნისისთვის რუსეთი მზად არის დამატებით 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ფინეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენი ახალწვეული იქნება მობილიზებული უკრაინის არმიაში წელს. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, უკრაინას ნახევარი მილიონი არ სჭირდება.

„ვერ ვიტყვი კონკრეტულ რაოდენობას, ვინც იქნება მობილიზებული… ჩვენ არ გვჭირდება ნახევარი მილიონი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები