ინდოეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ გვყავს 40-კაციანი გუნდი ადგილზე სამაშველო ოპერაციებისთვის. მათ გადაარჩინეს ყველა ადამიანი, ვინც მომწყვდეული იყო“, – განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა გამოცემას.

როგორც ცნობილია, ქარხანა ფარმაცევტულ ფირმა SB Organics-ს ეკუთვნოდა. ამასთან, არსებობს ეჭვი, რომ ინციდენტში უფროსი აღმასრულებელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები