რატი იონათამიშვილი: ვინც გაურბის ღირებულებებს, გამჭვირვალობას, ის ვერ გაექცევა ჩვენი საზოგადოების რისხვას

,,ვინც გაურბის ღირებულებებს, გამჭვირვალობას, ის გაურბის პასუხისმგებლობას და ვერ გაექცევა ჩვენი საზოგადოების რისხვას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა საზოგადოების საერთო ღირებულება უნდა იყოს.

„გამჭვირვალე იყოს მედია და იმ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ საპარლამენტო სუბიექტ პარტიებზე მეტი დაფინანსება აქვთ, წლიურ ბიუჯეტს თუ გადავხედავთ. ასე რომ ეს ხალხის ინტერესშია. ეს ასევე უნდა იყოს დონორების ინტერესიც, რადგან მათი ფინანსები არ იყოს მავნედ გამოყენებული. გავიხსენოთ, როცა 2020 წლის არჩევნებისთვის PVT გაყალბდა. ამან ძალიან დიდი უხერხულობა შეუქმნა მაშინ დონორებსაც. ეს იყო მიზანმიმართული გაყალბება. არა შეცდომა, არამედ ეს იყო განზრახ ჩადენილი გაყალბება სწორედ იმიტომ, რომ დესტრუქციული მიზნები აეხდინათ ცალკეულ ადამიანებს. შესაბამისად, როცა მსგავსი ფაქტები დგება, დონორებისთვისაც დიდ უხერხულობას წარმოადგენს. გამჭვირვალობა ჩვენი საერთო ღირებულება უნდა იყოს. მეც გავეცანი პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ყველას ვურჩევ, რომ წაიკითხოს, ვინაიდან ეს არის ძალიან საინტერესო წერილი, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარდა ღირებულებითი ჩანართებიც არის. ვინც გაურბის ღირებულებებს, გამჭვირვალობას, ის გაურბის პასუხისმგებლობას და ვერ გაექცევა ჩვენი საზოგადოების რისხვას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები