რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ჩვენი საზოგადოებისთვის არანაირი ფასი არ აქვს
,,სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგის შეფასებისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის შეფასებებს საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
„პრეზიდენტი მე ვიცი ფეხბურთის ფედერაციის და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ეს გამარჯვება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ ვიცით, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი“, არა ლიდერი, არამედ ერთი ჩვეულებრივი აქტივისტი და სპიკერი. ამიტომ მის განცხადებებს, მით უმეტეს, შეფასების ნაწილში, არანაირი ფასი და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ვისთვისაც აქვს მნიშვნელობა, ეს არის გვარამია. დღეს ისინი, როგორც ჩანს, საუკეთესო თანამოაზრეები და თანამოზიარეები არიან. აზიარონ ერთმანეთის განცხადებები და იყვნენ ერთმანეთის მხარდამჭერები, ძალიან კარგი. რაც უფრო მეტად დაუჭერენ ერთმანეთს მხარს, მით უფრო ნაკლებად იქნებიან ეს პერსონები ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.