კახა კალაძე – ადეიშვილზე: სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის

“სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი უმძიმესია.

„ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის და ხალხის წინაშე. ევროპა ერთგვარ თავშესაფრად იქცა კრიმინალებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები