შალვა პაპუაშვილი: სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი ვერ იქნება ერთმანეთის მოქალაქეების დასანქცირება
“პირადად ჩემს კითხვაზე ყოფილ ელჩთან, არსებობს თუ არა მტკიცებულება, მან მიმითითა ჟურნალ-გაზეთებზე, რომ იქ უნდა ამომეკითხა თურმე, მტკიცებულებები ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი ვერ იქნება ერთმანეთის მოქალაქეების დასანქცირება.
„პირადად ჩემს კითხვაზე ყოფილ ელჩთან, არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება, მან მე მიმითითა ჟურნალ-გაზეთებზე, რომ იქ უნდა ამომეკითხა თურმე, მტკიცებულებები ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების არასერიოზულობას აჩვენებს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვამბობთ, რომ როდესაც არის გადაწყვეტილება, ყველა გადაწყვეტილებას მტკიცებულება სჭირდება და ვითხოვთ მტკიცებულების წარმოდგენას. როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და პარტნიორობაზე, რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი ვერ იქნება ერთმანეთის მოქალაქეების დასანქცირება. ხოლო თუ ეს ხდება, მაშინ, ამგვარი პარტნიორობის ნაწილია, რომ დამაჯერებელი მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.