შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით გაუგებარია

“ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით გაუგებარია. ისე ჩანს, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიძულოს ოპოზიცია, რომ პარტიულ სიებში ორივე სქესის სათანადო წარმომადგენლობა ჰყავდეთ. არავინ უშლით, რომ უფრო მაღალი კვოტები ჰქონდეთ და რაზე ზრუნავენ, „ქართულ ოცნებაზე“, ჩვენი პარტიული სია როგორი იქნება?”, – ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება შემოდგომაზე იხილავს ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებულ სიებსა და საკითხთან მიმართებით მათ დამოკიდებულებას.

„შემოდგომაზე ვნახავთ, როგორ დაკომპლექტდება მათი სიები და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ დღეებში ამ საკითხზე მსჯელობის დროს. ჩემთვის შეიძლება გასაგები იყოს, როდესაც სხვადასხვა გარე ჯგუფი ღელავს ამ საკითხზე, მაგრამ ოპოზიციური პარტიები რომ ღელავენ, ეს არის ჩემთვის გაუგებარი, იმიტომ რომ გამოდის, ისინი საკუთარ პარტიულ სიებს ვერ დააკომპლექტებენ გენდერული ნიშნით, თუ ჩვენ არ ვაიძულებთ კანონით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები