შალვა პაპუაშვილი: „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, “მთავარი არხი“ პარტიული პროპაგანდის რუპორია.
“ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი. გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა, რომ ტელეპარტია მას „მთავარის“ სახით აქვს. უცხოეთიდან ასეთი დაფინანსება გულისხმობს, რომ ეს მიემართება პარტიულ დაფინანსებაში. წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ქვეყანა მეორეში აფინანსებდეს პარტიას?! ეს აკრძალულია ყველა ქვეყანაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის და გრანტის მიმღები „მთავარი არხია“.