დავით ქართველიშვილი: საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე უნდა დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის კვლავ დაინიცირებას Facebook-გვერდზე გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ კანონპროექტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, საკითხი უნდა დადგეს კონკრეტული ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ და ქვეყანაში მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე.