დავით მათიკაშვილი: მცდელობა ექნება რადიკალურ ოპოზიციას, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება არის ბრძენი
“გამჭვირვალობაში, დეკლარაციის შევსებასა და საზოგადოების ინფორმირებაში თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მცდელობა ექნება რადიკალურ ოპოზიციას, საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება ბრძენია.
„გამჭვირვალობაში, დეკლარაციის შევსებასა და საზოგადოების ინფორმირებაში თუ ვინ რა თანხას ხარჯავს არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი. პირიქით, ეს არის სწორედ ის მიმართულება – გამჭვირვალობა, რომელიც არის მნიშვნელოვანი სეგმენტი. უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, მაგალითად, ენჯეო სექტორის დიდი ნაწილი სად ხარჯავს ფულს. მთელს საზოგადოებაში ერთადერთი “ენჯეო” სექტორი, ისიც მისი კონკრეტული ნაწილი, რომელიც პოლიტიკასთან არის აპელირებული, გახლავთ ის თეთრი ლაქა, რომლის მიერ გაღებულ ხარჯებზე არანაირი წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას. ამიტომ, ეს არის ძალიან მარტივი ტყუილი, რომელსაც ერთი წლის წინ შეეცადნენ და ნაწილობრივ დააჯერეს საზოგადოებას, მღელვარება გამოიწვიეს მათი. ვუტირებ, მაგრამ თქვეს, რომ ტელევიზორი არის მაცივარი, როდესაც ამბობდნენ, რომ ამერიკული კანონი არის რუსული კანონი.
დღეს, როდესაც კანონპროექტში ცალსახად შავით-თეთრზე წერია ერთადერთი რამ, 20% -ზე ზემოთ, რომელ „ენჯეო“ სექტორს აქვს უცხოური დაფინანსება, ვალდებული არიან მომდევნო წლის იანვრისთვის შეავსონ დეკლარაცია და გაასაჯაროონ ეს. მეტი ამ კანონში არაფერი წერია. ეს არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს. მცდელობა ექნება რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებას ტყუილი შეასაღოს, მაგრამ საზოგადოება არის ბრძენი, მან გამოცდილება მაღალი მიიღო ამ 1 წლის განმავლობაში. ის პირობა, რომელიც მოგვცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დონორებმა თქვეს და მოგვცეს, რომ ისინი გაასაჯაროებდნენ და უფრო გამჭვირვალეს გახდიდნენ ხარჯებს, მათ ეს არ შეასრულეს იმ პირობის სანაცვლოდ, რომ ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი. ამიტომ, დღეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.