ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაზრდილია
ტაივანში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ 882-მდეა გაზრდილი დაშავებულთა რიცხვი.
120-ზე მეტი ადამიანი შენობების ნანგრევებსა და გვირაბებშია მოყოლილი.
ადგილობრივი საგანგებო სამსახურების ცნობით, 77 მათგანი ჰუალიენის რაიონში მთებში გამავალ ორ გვირაბშია მოყოლილი.